|
2023-03-01 22:30:44, 1301 ნახვა
სამართალი
გუდაურში რუსულენოვან ტურისტებთან დაპირისპირების საქმეზე, სამოქალაქო აქტივისტი, ცოტნე ჯაფარიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გუდაურში რუსულენოვან ტურისტებთან დაპირისპირების საქმეზე, სამოქალაქო აქტივისტის, ცოტნე ჯაფარიძის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა. მოსამართლე რეზო ნადოიმ ცოტნე ჯაფარიძე სამართალდამრღვევად გამოაცხადა და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. "ცოტნე ჯაფარიძე ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის წვრილმანი ხულიგნობა პირველი ნაწილით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე გამოეცხადოს სიტყვიერი გაფრთხილება", - განაცხადა მოსამართლემ. ცოტნე ჯაფარიძემ პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და სასამართლოს გადაწყვეტილებას ლოგიკური უწოდა, ვინაიდან მოცემულ საქმეს არ უნდა მოჰყოლოდა სამართალგართულება და დასძინა, რომ ოკუპანტი ქვეყნის მიმართულებით სიტყვების თქმა დასჯადი არ უნდა იყოს. "მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ პროცესის შემდეგ ილაპარაკა ცოტნე ჯაფარიძემ. „ეს გადაწყვეტილება იყო ლოგიკური, იმიტომ რომ მტერს და ოკუპანტს (სასამართლოზე, რაც ვთქვი, იგივეს ვიმეორებ) ვერ ექნება იმის უფლება, რომ აქ რაღაც ზღვარგადასულად მოიქცნენ, შეურაცხყოფა მოგვაყენონ და გვაიძულონ რუსულად ვილაპარაკოთ, მათი მოსამსახურე პერსონალი ვიყოთ. შესაბამისად, ეს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ამას არ უნდა მოჰყოლოდა არანაირი ზედმეტი სამართალგართულება. მოსამართლე შემოიფარგლა სიტყვიერი გაფრთხილებით. პრინციპში ამას არ ვეთანხმები. სიტყვიერი გაფრთხილებაც არ უნდა იყოს ამაზე, ოკუპანტი ქვეყნის მიმართულებით რაღაც სიტყვების თქმა, დასჯადი არ უნდა იყოს“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან".
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)