10:50 - 26 Jul, 2026
|
2023-03-01 16:33:24, 584 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 7 639 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. „სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „L&L“ ასრულებს, რისთვისაც გამოყოფილია 1 000 000 ლარი. ამჟამად, სოფელ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სამ ისეთ ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც აქამდე ასფალტის საფარი არ არსებობდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)