|
2023-02-27 09:34:39, 1376 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44 000-ს აჭარბებს
თურქეთში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა. როგორც თურქული მედია ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე (AFAD) დაყრდნობით წერს, სტიქიური უბედურებიდან 21 დღის შემდეგ, თურქეთის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა და 9 990 მომყოლი ბიძგი დაფიქსირდა. AFAD-ის პრეზიდენტის, იუნუს სეზერის განცხადებით, ამ დროისთვის, 21 000 შენობა-ნაგებობაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია და ნანგრევებისგან გაწმენდითი ღონისძიებები მიმდინარეობს. "საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია თითქმის 21 000 შენობაში. ამ დროისთვის, ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვართ ნანგრევების გატანაზე. ყველა ნაბიჯი გადაიდგმება ცხოვრების რაც შეიძლება მალე ნორმალიზებისთვის. ღვთის წყალობას ვუსურვებ და სამძიმარს ვუცხადებ ჩვენს ერს", - განაცხადა იუნუს სეზერმა. მისი ინფორმაციით, კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში, კარვების, კონტეინერებისა და მუდმივი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მიწისძვრის რეგიონში ამჟამად 287 კარვების ქალაქია. სტიქიის შედეგად დაზარალებული 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი კარვებში, საკონტეინერო ქალაქებში ან საოჯახო სასტუმროებში ცხოვრობს, 563 000 მოქალაქე კი, სტიქიის ზონის გარეთ არის ევაკუირებული. შეგახსენებთ, დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 6 თებერვალს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ამჯერად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)