14:12 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 13:13:16, 899 ნახვა

საზოგადოება
მერია - უკრაინის სოლიდარობისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, იტალიის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

იტალიის ქუჩაზე, მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, უკრაინის სოლიდარობისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალებები მშრალი ხიდიდან გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით, ხოლო ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილება დასაშვები იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ. 

„გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ათონელის ქუჩიდან ვირსალაძის ქუჩაზე და შემდეგ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით; მძღოლები იმოძრავებენ ჭანტურიას ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ, ხოლო ორბელიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ასევე,  ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

შეზღუდვა 24 თებერვლის 11:00-დან 13:00 საათამდე იმოქმედებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics