17:32 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 21:16:50, 831 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - რუსეთმა იცის, რომ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ნატოს ბლოკზე თავდასხმაას ნიშნავს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს ერთ-ერთ ქვეყანას, ეს განიხილება როგორც თავდასხმა ნატოს მთელ ბლოკზე.

პრეზიდენტის თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ ცივილიზებული სამყარო დანებდებოდა თუმცა იგი  შეცდა.

"პუტინს სურდა უკრაინის ფინიზაცია, მაგრამ სამაგიეროდ მიიღო ფინეთისა და შვედეთის ნატოიზაცია. მას ეგონა, რომ შეეძლო ნატოს გაყოფა, მაგრამ სამაგიეროდ ნატო ისეთივე ერთიანია, როგორც არასდროს. მალე ნატოს 75 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. შეერთებული შტატები ყოველთვის მკაცრად შეასრულებს ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთმა იცის, რომ თუკი ის თავს დაესხმება თუნდაც ერთ ქვეყანას, ეს განიხილება როგორც თავდასხმა ნატოს მთელ ბლოკზე. ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს." - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 ბაიდენმა ვარშავაში გამოსვლა დაასრულა. Coldplay-ის მუსიკაზე მან დაიწყო კომუნიკაცია ადამიანებთან, რომლებიც შეიკრიბნენ მისი გამოსვლის მოსასმენად.

ბაიდენმა ისაუბრა ვარშავაში იმავე დღეს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა ფედერალურ ასამბლეაზე. თავის გამოსვლაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არაერთხელ ახსენა პუტინი.

ბაიდენმა, პუტინისგან განსხვავებით, ნახევარ საათზე ნაკლები ისაუბრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics