17:54 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 17:22:56, 787 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური - საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით გამკაცრდა საკანონმდებლო რეგულაციები ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ასევე კონტროლის ქვეშ მოექცევა საკანონმდებლო ნორმების აღსრულება.
„2022 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, მთავრობასთან კოორდინაციითა და პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით გამკაცრდა საკანონმდებლო რეგულაციები ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით, ასევე,   კონტროლის ქვეშ მოექცევა საკანონმდებლო ნორმების აღსრულება.

გასულ წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დაინიცირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული იარაღის რეგულირების საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება  მეორე მოსმენით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირების მიზნით, გაზიარებულ იქნა ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში  მოხსენებით გამოსვლისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics