17:26 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 13:14:22, 713 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი 10 წლისაა

ცხელი ხაზი დაინტერესებულ პირებს უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში უწევს პირველად კონსულტაციას და, სატელეფონო და ონლაინ მომსახურების საშუალებით, ინფორმაციას აწვდის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების  საქმიანობის, სერვისების და პროგრამების შესახებ.

უწყების ცნობით, პირველი ზარის მიღებიდან, 2013 წლის თებერვლიდან დღემდე, როგორც სატელეფონო, ასევე ონლაინ სერვისის საშუალებით, სამინისტროს ცხელ ხაზზე 800,000-ზე მეტი მომართვა განხორციელდა. 

აღსანიშნავია, რომ ცხელი ხაზის გამართულად მუშაობისათვის, შექმნილია ერთიანი პლატფორმა, რომლის მეშვეობით ოპერატორები მარტივად და სწრაფად ახდენენ ინფორმაციის მოძიებასა და გაცემას. სპეციალური პროგრამის საფუძველზე  ხორციელდება მიმდინარე პროცესების სისტემური შეფასება და, გაუმჯობესების მიზნით, სტანდარტების შემუშავება/შესრულება. მუდმივად მიმდინარეობს ხარისხის მართვის კონტროლის სისტემების გაძლიერება. 

"თანამშრომელთა გადამზადება ხდება სპეციალური ტრენინგების საშულებით. მათ შორის აღსანიშნავია  აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ორგანიზებით ჩატარებული  დარგობრივი ტრენინგები სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის ძირითადი პრინციპების შესახებ.  

ცხელი ხაზის სამსახურში დანერგილია სტაჟირების სისტემა, რომელიც წარმატებული სტაჟიორებისათვის დასაქმების რეალური შესაძლებლობაა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.    

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics