|
2023-02-21 11:25:27, 717 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
20 თებერვალს, ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ ნატვრის ხის ორგანიზებით, რუსთაველის თეატრში „მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის“ საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართა. საქველმოქმედო საღამო, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. გალა კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, ნინო სურგულაძესთან ერთად, ქართველი და მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გაერთიანდნენ. კონცერტში მონაწილეობდნენ: ყოვლად წმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი, თბილისის ქალთა გუნდი და ოპერის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, ასევე მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და სპეციალური მოწვევით, მაესტრო ჯუზეპე საბატინი. აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკისა და ფონდ ნატვრის ხის თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის. ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, საზოგადოების საკეთილდღეოდ, მნიშვნელოვანია მსგავს საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)