18:57 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 16:56:24, 816 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. სამუშაოების ფარგლებში კი,  2 626 კვ.მ ფართობზე  ასფალტის  საფარი დაიგება.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ  და მოსახლეობას შეხვდნენ.

„სოფელ დიღმის ქუჩების მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, ჯავახიშვილის ქუჩაზე დავიწყეთ სამუშაოები, სადაც რთული მდგომარეობა იყო. ამ დრომდე  ასფალტის საფარი არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მცხოვრებლები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებს კომპანია „L&L ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან   250 000  ლარი გამოიყო.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics