18:57 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 13:01:06, 974 ნახვა

საზოგადოება
ვაშაძე - რუსეთის ტყვეობაში 2 ქართველი მებრძოლია, რომელთა გათავისუფლება დღემდე ვერ ხერხდება

რუსეთის ტყვეობაში 2 ქართველი მებრძოლია, დღემდე ვერ ხერხდება მათი გათავისუფლება,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელსთან, ანდრი კასიანოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, დაღუპული 2 ქართველი მებრძოლი მარიუპოლში იბძოდა. 

"ორი ქართველი არის ტყვედ ჩავარდნილი. ერთ-ერთს ოჯახის წევრებიც დაეღუპა დნეპრში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის დროს და სამწუხაროდ, დღემდე ვერ ხერხდება ამ ადამიანების გათავისუფლება. მე პირადად უკრაინული კონტაქტებით ბევრს ვმუშაობ და საელჩოსთანაც მქონდა აქამდე კომუნიკაცია, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქართველი ბიჭები გავათავისუფლოთ ტყვეობიდან",- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, "დროას" და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერებიც, რომლებმაც უკრაინაში მიმდინარე ომზე, 24 თებერვალს დაანონსებული აქციაზე და უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე იმსჯელეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics