20:20 - 26 Jul, 2026
|
2023-02-15 17:45:22, 1098 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში ლიფტი ჩავარდა - დაშავებულია 5 ადამიანი
ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, ხუთი დაშავებულიდან სამი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, ორმა კი გადაყვანაზე უარი განაცხადა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. როგორც "ექსპრესნიუს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)