18:38 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-14 16:59:47, 1188 ნახვა

მსოფლიო
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით ციხიდან გაათავისუფლეს

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით ციხიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო. 

სასამართლომ ალმაზბეკ ატამბაევს სასჯელი გააუქმა და ახლად აღმოჩენილი ინფორმაციის მოტივით, ხელახლა განსახილველად გაგზავნა.

გარდა ამისა, ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს მიენიჭა ნებართვა, დაეტოვებინა ქვეყანა სამკურნალოდ. 

ალმაზბეკ ატამბაევი პრეზიდენტის თანამდებობას 2011-2017 წლებში იკავებდა. ის 2019 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც თავის მემკვიდრეს, სორონბაი ჟინბეკოვს დაუპირისპირდა. 2020 წელს ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა
აშშ-ის ყოფილი ელჩი ოცნებას: სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics