|
2023-02-14 16:56:58, 700 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი EBRD-ს რეგიონულ დირექტორს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ექთნებისა და მეანების კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო გეგმის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. "ელჩმა ჯანდაცვის მინისტრისგან უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. კატარინა ბიორლინ ჰანსენსის განცხადებით, აღნიშნული პროცესები ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს, რაც მისასალმებელია. მან ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას სამხრეთ კავკასიაში გენდერისა და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ ქობალია და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანალიტიკოსი ნიკოლა ლიპარი ესწრებოდნენ", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)