09:36 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 18:01:41, 1591 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმებზე - ეს რაკეტები ნატოს და კოლექტიური უსაფრთხოების გამოწვევაა

ეს რაკეტები ნატოს და კოლექტიური უსაფრთხოების გამოწვევაა,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, რუსი დამპყრობლების დღევანდელ თავდასხმას.

მისი თქმით, მტერმა სულ მცირე 70 რაკეტა ისროლა, საიდანაც 60 ჩამოგდებულია.

"დღეს დილით მოწინააღმდეგემ სულ მცირე 70 რაკეტა გაუშვა მორიგი მასიური შეტევისას. ჩამოაგდეს სულ მცირე 60 რაკეტა. მათი ყველა სამიზნე იყო მშვიდობიანი მოსახლეობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ვუსამძიმრებ ოჯახებს!

რამდენიმე რუსულმა რაკეტამ მოლდოვასა და რუმინეთის საჰაერო სივრცეც გადაკვეთა. ეს რაკეტები ნატოს და კოლექტიური უსაფრთხოების გამოწვევაა. ეს არის ტერორი, რომელიც უნდა შეჩერდეს. მსოფლიომ ეს უნდა შეაჩეროს.

მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ეს ესმის. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება. და რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ჩვენს საჰაერო ძალებს, ყველა ჩვენს საზენიტო მებრძოლს, ყველას, ვინც იცავს უკრაინას და ჩვენს ხალხს. დიდება უკრაინას!",- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით ირანული კამიკაძე დრონები გაუშვეს. უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics