02:14 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-04 19:06:50, 954 ნახვა

საზოგადოება
კიბოსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ლურჯად და ნარინჯისფრად განათდა

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა  ქალაქის ღირსშესანიშნაობების მსგავსად, თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯად და ნარინჯისფრად განათდა. ამ დღის მიზანია კიბოსთან დაკავშირებულ  საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, რათა ყოველწლიურად, ლეტალობის მილიონობით შემთხვევა იქნას თავიდან არიდებული.

ამ დღის აღნიშვნის იდეა კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირს (UICC) ეკუთვნის. ორგანიზაცია ხელისუფლებებსა და ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდებს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გადასარჩენად. კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის დევიზია „ერთად აღმოვფხვრათ ხარვეზები“.

თბილისის მერია სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობაში კიბოს გავლენის შემცირებას. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, დაავადებათა სკრინინგის, ძვლის ტვინის გადანერგვის (ე.წ. ლეიკემიის) ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებისა და სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამებს ახორციელებს.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით 27 160 600 ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics