12:01 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 17:13:52, 1780 ნახვა

ომი უკრაინაში
ლაიენი - EU ომის წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს

ევროკავშირი, უკრაინაში ომის წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

როგორც ლაიენმა დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკვე არსებული სანქციები რუსეთის ეკონომიკას სერიოზულად აზარალებს.

„დიდი შვიდეულის" პარტნიორებთან ერთად, ჩვენ შემოგთავაზებთ რუსეთის ნავთობპროდუქტების ფასის დამატებით ზღვარს 24 თებერვლისთვის - შემოჭრის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ - მოვამზადებთ სანქციების მე-10 პაკეტს“, - განაცხადა ლაიენმა. 

ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევს დღეს, 2 თებერვალს ესტუმრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics