|
2023-01-27 12:29:48, 1164 ნახვა
საზოგადოება
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორებმა, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილეს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის, ასევე ქალთა მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პრაქტიკული ასპექტები. ასევე, პროკურორებმა ისაუბრეს სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების მნიშვნელობაზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ფუნქციებზე სამართალწარმოების პროცესში. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა: სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამოძიებისა და სასამართლოში განხილვის სპეციფიკაზე, გამოთქვეს მოსაზრებები გენდერულ სტერეოტიპებზე და ისაუბრეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის პრევენციაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართულობას. სწორედ ამიტომ, სპეციალიზებულმა პროკურორებმა ფემიციდის კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გამართეს თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან. საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women). #არაფემიციდს
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)