|
2023-01-27 11:49:19, 1940 ნახვა
მსოფლიო
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის სამართალდამცველი, 2 დაცვის წევრი კი დაშავდა. "2023 წლის 27 იანვარს, ბაქოს დროით დილის 8:30 საათზე, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი კალაშნიკოვის ავტომატური იარაღით შეიჭრა დაცვის პოსტზე და მოკლა დაცვის სამსახურის უფროსი. თავდასხმის აღკვეთისას საელჩოს დაცვის ორი თანამშრომელიც დაშავდა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ მოღალატურ თავდასხმაზე გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს. საქმის დეტალებთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)