22:07 - 22 Jul, 2026
|
2023-01-27 09:21:39, 1876 ნახვა
მსოფლიო
NBC-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში ჩასვლას გეგმავს, მისი ვიზიტი 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან იქნება დაკავშირებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას NBC news -ი ავრცელებს. მედიის ცნობით, განიხილება რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტი ეწვიოს, მათ შორის არის პოლონეთი. მათივე ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე განიხილავენ თებერვლის ბოლოს უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პაკეტის გამოცხადებას. "აღნიშნული ვიზიტის მიზანია კიდევ ერთხელ დადასტურდეს აშშ-ის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ მაშინ, როდესაც ომი ახალ ფაზაში შედის",- წერს მედია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)