05:00 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 16:41:18, 1576 ნახვა

რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო

აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი უკვე წარადგინა მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე Fitur 2023 მადრიდში და ჩრდილოეთ ევროპის უმნიშველოვანეს გამოფენაზე Matka 2023 ჰელსინკში. 

„დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 25-მდე საქმიანი შეხვედრა გამართეს მადრიდის გამოფენის ფარგლებში, სადაც საერთაშორისო მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანია იყო წარდგენილი და 100 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა. რაც შეეხება, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას, "Matka 2023”-ზე ბათუმის და ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. წლის განმავლობაში, რეგიონის პოპულარიზაცია 20-ზე მეტ საერაშორისო გამოფენასა თუ ღონისზიებაზე იგეგმება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics