22:06 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 12:05:53, 1624 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალექსეი სიმონენკომ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში, შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მას შემდეგ რაც სიმონენკოს შვებულების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

როგორც გამოცემა წერს, სიმონენკო, ოჯახთან ერთად, ესპანეთის ქალაქ მარბელიაში ახალი წლის აღსანიშნად 10 დღით იმყოფებოდა.

ცნობისთვის, თანამდებობა დატოვა ასევე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ. პოსტიდან გათავისუფლების შესახებ ტიმოშენკოს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  უკვე დააკმაყოფილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics