22:06 - 22 Jul, 2026
|
2023-01-24 11:19:45, 1508 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო თანამდებობას ტოვებს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო თანამდებობას ტოვებს. პოსტიდან გათავისუფლების შესახებ ტიმოშენკოს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე დააკმაყოფილა. პრეზიდენტის აპარატის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ინფორმაცია დაადასტურა დაTelegram-ზე განცხადება გამოაქვეყნა. „მადლობა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ნდობისთვის და ყოველ დღე და ყოველ წუთში კარგი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის. მადლობა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თითოეულ ხელმძღვანელს. ჩვენ შევძელით ძლიერი გუნდის შექმნა ქვეყანაში. თქვენ ნამდვილად მაგრები ხართ. თქვენ სინათლის ნამდვილი მეომრები ხართ!" - წერს ტიმოშენკო. ტიმოშენკოს თანამდებობიდან წასვლის მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)