22:06 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 09:17:00, 1446 ნახვა

მსოფლიო
ბერბოკი - გერმანია არ არის წინააღმდეგი, რომ პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს

გერმანია არ არის წინააღმდეგი, რომ პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანია უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს და უკრაინის ტერიტორია გათავისუფლდება.

"ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკები და ამიტომაც განვიხილავთ ამას ახლა ჩვენს პარტნიორებთან... ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და უკრაინის ტერიტორია გათავისუფლდება”,- განაცხადა ბერბოკმა.

ცნობისთვის, მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ვარშავას შეუძლია გერმანული წარმოების ტანკების კომპანია უკრაინაში ბერლინის თანხმობის გარეშე გადაიტანოს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა მზადაა მიაწოდოს ტანკები უკრაინას, მაგრამ ელოდებიან იმ ქვეყნის ნებართვას, სადაც აღნიშნული ტანკები აწარმოეს და გაყიდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics