18:35 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 15:12:36, 1613 ნახვა

ომი უკრაინაში
ასობით მადლობა არ არის ასობით ტანკი, სიტყვებით იარაღის ჩანაცვლება არ შემიძლია - ზელენსკი „რამშტაინის“ მონაწილეებს

მოგიწოდებთ მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლია რუსეთის ბოროტებას ნებისმიერი ძალა წაართვას,- ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, „რამშტაინის“ ფორმატში მიმდინარე შეხვედრის მონაწილეებს დისტანციური ჩართვისას.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ერების განადგურებას ცდილობს, ამიტომ სწორედ ომი გადაწყვეტს „როგორი სამყაროში ვიცხოვრებთ“.

"თქვენ ხართ ძლიერი ხალხი ძლიერი ქვეყნებიდან. მე მოგიწოდებთ მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება წაართვან რუსეთის ბოროტებას ნებისმიერი ძალა. თქვენი ძალაა გარანტია არტილერიისა და საჰაერო ხომალდის, რომელიც ჩაახშობს ტერორს",- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დრო რუსეთის იარაღად რჩება და ამიტომ, საჭიროა, სწრაფად მოქმედება.

”ასობით მადლობა არ არის ასობით ტანკი. ჩვენ ყველას შეგვიძლია გამოვიყენოთ ათასობით სიტყვა განსახილველად, მაგრამ მე არ შემიძლია სიტყვებით ჩავანაცვლო იარაღი, რომელიც საჭიროა რუსული არტილერიის წინააღმდეგ, ან იმ საზენიტო რაკეტების ნაცვლად, რომლებიც საჭიროა. დაიცავით ხალხი რუსული დარტყმებისგან“, - დასძინა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას, უპასუხა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და თქვა, რომ პარტნიორები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.

ცნობისთვის, "რამშტაინის" ფორმატში შეხვედრამდე, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ს ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ შეერთებული შტატები უკრაინას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტანკებს მიაწვდის. უკრაინისთვის Leopard 2-ის გაგზავნის საკითხს განიხილავს კანადაც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის საბრძოლო ტექნიკას გერმანია აწარმოებს, Leopard 2-ის რეექსპორტისთვის სწორედ აღნიშნული ქვეყნის მთავრობის თანხმობაა საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics