|
2023-01-19 18:20:27, 2123 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთის პრეზიდენტმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და 19 მარტს ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისი ავრცელებს. უწყების ცნობით, არჩევნებში დეპუტატების 30%-ს ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ, დანარჩენ 70%-ს კი პარტიები წარადგენენ. სააგენტო Reuters-ის ვარაუდით, ყაზახეთს ათწლეულების განმავლობაში არ ჰყავდა ნამდვილი ოპოზიციური პარტიები პარლამენტში და მიუხედავად იმისა, რომ პარტიების რეგისტრაციის მოთხოვნები შემსუბუქდა, საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, მთავრობის მომხრე დარჩება. თოყაევმა მანამდე განაცხადა, რომ დაითხოვს პალატას, რომელიც არჩეულ იქნა 2021 წელს, მას შემდეგ, რაც გასულ წელს დიდი ხნის ლიდერი ნურსულთან ნაზარბაევი ჩამოართვა ძალაუფლებას და გააკონტროლა საკონსტიტუციო რეფორმები . შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის სექტემბერში დააანონსა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)