|
2023-01-19 16:32:41, 1664 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - რუსეთის უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, NATO ბირთვულ ომს უნდა ელოდოს
რუსეთის უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, NATO ბირთვულ ომს უნდა ელოდოს,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მედვედევის თქმით, NATO-სა და სხვა თავდაცვის ძალების ლიდერებმა, რომლებიც 20 იანვარს გერმანიაში რამშტეინის საჰაერო ბაზაზე შეხვდებიან, განიხილავენ სტრატეგიასა და მხარს დაუჭერენ დასავლეთის მცდელობას, დაამარცხონ რუსეთი უკრაინაში, მათი პოლიტიკის რისკებზე უნდა იფიქრონ. „ატომური იარაღის მფლობელის დამარცხებამ ომში შეიძლება ბირთვული ომი გამოიწვიოს. ბირთვულ ძალებს არასოდეს წაუგიათ დიდი კონფლიქტები, რომლებზეც მათი ბედი იყო დამოკიდებული“, - განაცხადა მედვედევმა. აღსანიშნავია, რომ მედვედევის განცხადებას მხარი კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაუჭირა და განაცხადა, რომ ისინი სრულად შეესაბამება მოსკოვის პრინციპებს. ამასთან, როგორც კრემლში აღნიშნავენ, მოსკოვის დოქტრინა იძლევა ბირთვული თავდასხმის საშუალებას "რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩვეულებრივი იარაღით აგრესიის შემდეგ, როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)