|
2023-01-18 16:14:12, 1366 ნახვა
მსოფლიო
სანდუ - უნდა დავეხმაროთ უკრაინას ომის მოგებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე გვემუქრება
უნდა დავეხმაროთ უკრაინას ომის მოგებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე გვემუქრება, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. როგორც სანდუმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამოსვლისას აღნიშნა, შექმნილი ვითარების ფონზე, ერთადერთი გამოსავალი გაერთიანებაა. „ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, ჩვენ ვაფასებთ დემოკრატიას, გვინდა ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი და ერთადერთი გამოსავალი არის გაერთიანება. დიახ, რთულია, მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის მოგებაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეულ ჩვენგანს საფრთხე ემუქრება. ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთს, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას უახლოეს მომავალში, რაც ნიშნავს, რომ საფრთხე რჩება“, - განაცხადა სანდუმ, რომელმაც ყურადღება მოლდოვის ენერგეტიკულ კრიზისზეც გაამახვილა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვა, "ევროკავშირისა და პარტნიორების დახმარების წყალობით", გამოწვევებს უმკლავდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)