22:06 - 22 Jul, 2026
|
2023-01-18 11:46:12, 1472 ნახვა
მსოფლიო
კიევის ოლქში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი
კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა. უკრაინული მედია ოლქის პოლიციის სპიკერზე დაყრდნობით იუწყება, რომ შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ირინა პრიანიშნიკოვას თქმით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური, პოლიცია და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური მუშაობს. "ვერტმფრენი ჩამოვარდა, ეს მოხდა საბავშვო ბაღთან. ცნობილია 5 დაღუპულის შესახებ", - განაცხადა პრიანიშნიკოვამ. კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას თქმით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს, საბავშვო ბაღში აღსაზრდელები და დაწესებულების სხვა თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა ყველა მათგანი ევაკუირებულია. რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)