|
2023-01-18 09:04:21, 1416 ნახვა
მსოფლიო
ნიდერლანდები უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტს“ გადასცემს
ნიდერლანდები უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტს“ გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ თეთრში სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხში ნიდერნალდები აშშ-სა და გერმანიას შეუერთდეს. "ჩვენ გვაქვს განზრახვა, რომ შევუერთდეთ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ გერმანიასთან "პეტრიოტის" პროექტზე. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამას შევუერთდეთ და ეს დღეს დილითაც განვიხილეთ გერმიის კანცლერ ოლაფ შოლცთან“, - უთხრა რუტემ ბაიდენს. თავის მხრივ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნიდერლანდებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ თითო-თითო ბატარეის გადაცემას უკრაინას აშშ და გერმანია უკვე დაპირდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)