|
2023-01-17 18:58:03, 1531 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და მხარდაჭერაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის ბოლოს, ,,ქურდული სამყაროს“ წევრმა, საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ შეთანხმებით, მოქალაქეთა შორის მიწის ნაკვეთის კუთვნილებასთან დაკავშირებული დავის გადასაწყვეტად, არაერთი ,,ქურდული გარჩევა“ მოაწყო, მათ შორის მოდავე მხარეები ,,კანონიერ ქურდთან“ თურქეთში ჩაიყვანა. „გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მხარს უჭერდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას. სასამართლომ ორი ბრალდებული, მათ შორის, კანონიერი ქურდი, სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთს 10 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამავე განაჩენით, ერთ ბრალდებულს წარდგენილი ბრალდება ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა (223’-ე მუხლის პირველი ნაწილი), გადაუკვალიფიცირდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის მუხლით (223’’’-ე მუხლის მეორე ნაწილი) და სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ბრალდება წარდგენილი ჰქონდა ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვის მუხლით (223’’’’-ე მუხლის პირველი ნაწილი) გამართლდა. ბრალდების მხარე, სასამართლოს გადაწყვეტილებას მუხლის გადაკვალიფიცირების და ბრალდებულის გამართლების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)