18:47 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 18:26:26, 1726 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ ევროკავშირის 18 მლრდ ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან 3 მილიარდი უკვე მიიღო

უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან 3 მილიარდი ევრო უკვე  მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. 

უკრაინის სახელმწიფო მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს და დასძინა, რომ უკრაინის ფინანსური სტაბილურობა გამარჯვებისთვის აუცილებელია. 

"უკრაინამ 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან 3 მილიარდი ევრო მიიღო. მადლობელი ვარ ევროკავშირისა და პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის ძლიერი მხარდაჭერისთვის. უკრაინის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აგრესორზე ერთობლივი გამარჯვებისთვის",- წერს ზელენსკი Twitter-ზე. 

ცნობისთვის, 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში ევროკავშირმა გამოთქვა სურვილი, რომ უკრაინისთვის 18 მილიარდ ევრომდე დახმარება გამოეყო. 

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფას ბლოკავდა. ამიტომაც, ბრიუსელმა „გეგმა B“-ის მომზადება დაიწყო, რათა უკრაინას,  უნგრეთის თანხმობის გარეშე, ამ თანხების მიღება მაინც შესძლებოდა. დიპლომატები ასევე შეთანხმდნენ უნგრეთისთვის გამოყოფილი ევროკავშირის ბიუჯეტის 6,3 მილიარდი ევროს შეჩერებაზე. 

მოგვიანებით, უნგრეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარებისთვის ვეტო მოეხსნა. 

2022 წლის 13 დეკემბერს, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ  მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარების გაწევას 18 მილიარდი ევროს ოდენობით. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics