09:58 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 17:35:29, 918 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია - ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ჩიტაიას ქუჩის ნაწილზე - ფიროსმანისა და ჩიტაიას ქუჩის კვეთიდან ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 18 იანვრის 10:00 საათიდან 22 იანვრის ჩათვლით, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ასევე, ჩაიკეტება კლდიაშვილის ქუჩის ნაწილი (გ. დოლიძისა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთიდან ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი). ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ჩიტაიას ქუჩიდან კლდიაშვილის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩიტაიასა და  ჩუბინაშვილის ქუჩების გამოყენებით, ხოლო კლდიაშვილის ქუჩიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ნინოშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩების საშუალებით; დოლიძის ქუჩიდან ავტომობილები კლდიაშვილის ქუჩისკენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით გადაადგილდებიან.

მიკროავტობუსები: N416, N436, N462, N477, N490, N517, N507, N522, N529 და ავტობუსები: N362, N368 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, კლდიაშვილის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდებიან ფიროსმანის ქუჩის გავლით, ხოლო უკუმიმართულებისას, სადგურის მოედნიდან გოგოლის ქუჩით დაუკავშირდებიან ფოცხვერაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებს, გადაადგილდებიან მარჯანიშვილის ქუჩაზე და მარცხნივ მოხვევით, ჩიტაიას ქუჩაზე გადაინაცვლებენ, რის შემდეგაც, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics