|
2023-01-16 10:13:12, 1023 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - ზელენსკის კიკაბიძის დაკრძალვის პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება სურს
ზელენსკის კიკაბიძის დაკრძალვის პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება სურს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ავრცელებს. მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის რეფორმების საბჭოში შევიდა. „ძალიან ბევრს დაწყვიტა გული, რა თქმა უნდა, დღევანდელმა დღემ და ყველას მინდა მივუსამძიმრო. მე პირადად ვეკუთვნი იმ უმცირესობას ვისაც გვახსოვს მისი პირველად სცენაზე გამოჩენა. ახლო მეგობარი იყო, ძალიან ბევრს აკეთებდა ეს ადამიანი იმისთვის რომ გადაერჩინა ჩემი შვილის სიცოცხლე. უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიიდან დარეკეს რეფორმების ოფისში, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს ჩემი შვილი და იქ შეატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში ამ ამბის გამო და მას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებას",- განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდები 17 და 18 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. 19 იანვარს კი მას თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)