|
2023-01-15 18:31:35, 1581 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის 198 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და ბელარუსის 198 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის 15 იანვრის განკარგულებაში. შემოღებული შემაკავებელი ზომები 10 წლის ვადით იმოქმედებს და მათ შორის შეეხება პრორუს ჟურნალისტ დიანა პანჩენკოს მიმართ, რომელიც მუშაობდა სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკის ტელეარხებზე. სანქციები ასევე დაწესდა საბჭოთა და რუსი კინორეჟისორის ანდრეი კონჩალოვსკის და რუსი მომღერლის იური ლოზას წინააღმდეგ . სანქციების სიაში მოხვდა რუსი "ჟურნალისტი" და მუსიკის კრიტიკოსი სერხი სოსედოვი. სანქციები ასევე დაწესდა ბელარუსის ოთხ მოქალაქეზე, მათ შორის ადგილობრივ პროპაგანდისტ ჰრიჰორი აზარიონოკზე . დეკემბრის შუა რიცხვებში უზენაესმა რადამ რეკომენდაცია გასცა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პერსონალური სანქციების გამოყენებას რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების სპორტსმენების მიმართ, რომლებმაც არაერთხელ დაუჭირეს მხარი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)