|
2023-01-15 17:01:23, 1765 ნახვა
საზოგადოება
უკრაინის საელჩო კიკაბიძეზე - ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში
გარდაიცვალა გულწრფელი, მგრძნობიარე და კეთილგანწყობილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, - უკრაინის საელჩო საქართველოში ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის საელჩო უსამძიმრებს ნათესავებთან, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს. "ძნელია ისეთი სიტყვების პოვნა, რომელიც შეამსუბუქებს საყვარელი ადამიანის დაკარგვის ემოციურ ტკივილს. ლეგენდარული კაცი, უკრაინისა და მთელი უკრაინელი ხალხის დიდი მეგობარი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაიცვალა გულწრფელი, მგრძნობიარე და კეთილგანწყობილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ მისი გულწრფელი საქმეები და ნათელი ხსოვნა რჩება ამ სამყაროში. ამ ტრაგიკულ მომენტში საელჩოს მთელი გუნდი იზიარებს ნათესავების, მეგობრების, სრულიად საქართველოს მძიმე დანაკარგის ტკივილს და ღრმა მწუხარებით იხრის ქედს მარადიული ხსოვნა… სამუდამოდ ჩვენს გულებში იქნება შენი მომხიბვლელი ხმა, ღიმილი და შენი სიმღერები, ჩვენო ძვირფასო ბატონო ბუბა...",- წერია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს, ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)