|
2023-01-13 14:50:31, 1321 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - რუსეთ-უკრაინის ომში აშშ-მ მოიგო, ევროპამ წააგო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომით - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისარგებლა, ხოლო ევროპა, ეკონომიკური თვალსაზრისით, მსხვერპლად იქცა. ამის შესახებ ორბანმა რადიო Kossuth-თან ისაუბრა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაბამისად, ომში გამარჯვებული შეერთებული შტატებია, წაგებული კი ევროპა. „არასწორი სანქციების პოლიტიკისა და ომის მსხვერპლნი ევროპელები არიან. ომში აშშ აუცილებლად იმარჯვებს, ევროპა აუცილებლად აგებს. ამ დროისთვის სადავოა, რუსეთი მოიგებს თუ წააგებს, მაგრამ ისინი ამდენს არ კარგავენ. ზოგადად, ეკონომიკური თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ევროპა არის ერთადერთი, უფრო სწორად, ყველაზე დიდი დამარცხებული მთელ ამ მიმდინარე კონფლიქტში", - განაცხადა ორბანმა. მისი თქმით, ევროპა ამერიკული ენერგორესურსების სასარგებლოდ, რუსულზე უარს ამბობს და მათში 5-10-ჯერ მეტს იხდის. აქედან გამომდინარე, ორბანი მიიჩნევს, რომ ევროპამ "ამერიკელ მეგობრებს" უნდა დაუსვას კითხვები იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს შექმნილ ვითარებაში.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)