|
2023-01-12 13:28:03, 902 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ედიტე მედნეს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატს ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული რეფორმები გააცნო. "მხარეებმა შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი განიხილეს. DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. სისტემის შემუშავებისას, უწყება მჭიდროდ თანამშრომლობდა ლატვიურ მხარესთან. ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრაზე მოსახლეობისთვის, მედიკამენტების კიდევ უფრო გაიაფების მექანიზმებიც განიხილეს. საუბარი შეეხო წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესებას. ზურაბ აზარაშვილმა უწყების მხრიდან, ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობისთვის, უკვე გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა და ამოქმედდა გენერიკული დანიშნულების გაცემის წესიც. ელჩმა საქართველოში წამლის ფასის რეგულირების მექანიზმის შემოღება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილება მოსახლეობის საკეთილდღეოდ იმოქმედებს", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)