|
2023-01-11 14:42:18, 1192 ნახვა
საზოგადოება
ამერიკელი გასტროენტეროლოგი - სააკაშვილმა არასწორი მკურნალობა მიიღო, მრავალი წამალი არ უნდა მიცემულიყო
ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში არასწორი მკურნალობა უტარდება. გასტროენტეროლოგმა სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცემოდა მედიკამენტები, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შესაფერისი არ იყო. "მან მიიღო არასწორი მკურნალობა. მე დავწერე ჩემს ანგარიშში, რომ ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც მას მიეცემოდა, მე ამის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი. მას მიცემული ჰქონდა მრავალი წამალი, რომელიც ცნობილია, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების სახელით. ეს ის წამლებია, რომელიც ტკივილის გაყუჩების ფუნქციას ასრულებენ, თუმცა არ უნდა იყოს მიცემული ისეთი პაციენტებისთვის, რომლებიც ჰქონდათ ისტორიაში წყლული ან ამ მომენტში აქვთ. ამიტომაც, ისინი არ უნდა მიცემულიყო,რადგან ამ მედიკამენტებს შეუძლიათ დაამძიმონ ან გააუარესონ პაციენტის მდგომარეობა. ასევე, წონის ასეთი კლება იყო მრავალი ფაქტორი შედეგი, მათ შორის არასწორად ჩატარებული მკურნალობის",- განაცხადა სტიუარტ ფინკელმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი მიმდინარეობს. სხდომას, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)