|
2023-01-11 13:40:24, 923 ნახვა
საზოგადოება
მერია - დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება
დედაქალაქში და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, მიმდინარე დღეების განმავლობაში უკვე 1000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. შპს „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტად რჩება ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდა. „პრიორიტეტულია ცენტრალური ქუჩების და გამზირების გაწმენდა, რათა შეუფერხებლად იმოძრაობს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. რაც შეეხება მეორეხარისხოვან ქუჩებს და ჩიხებს, „თბილსერვის ჯგუფი“ აქტიურად თანამშრომლობს საპატრულო პოლიციასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე, ოპერატიულად რეაგირებს ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ. მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია 200-მდე თანამშრომელი და სამი ათეული სპეციალური ტექნიკა. თბილისის მერია მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან, თუ მას არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი - 2 61 90 50, 2 72 22 22
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)