|
2023-01-10 15:22:40, 903 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - აღიარეს, რომ მძიმე ავადმყოფია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდათ მიაწერონ 2017 წელს უკრაინაში მომხდარს
აღიარეს, რომ ავად არის და ნამდვილად მძიმე ავადმყოფია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდათ მიაწერონ 2017 წელს უკრაინაში მომხდარს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ პენიტენციურ სამსახურზე საუბრისას განაცხადა. გიული ალასანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, რასაც მისი ვიზუალიც მოწმობს. "ადამიანს აქვს დამთავრებული, არ მინდა დავაკნინო, გორში იურიდიული ფაკულტეტი და მსოფლიოში ცნობილ ნევროლოგს, ნევროლოგიურ დიაგნოზში არ ეთანხმება, ცოტა სასაცილო არ არის ეს ყველაფერი? კი ბატონო, აღიარეს, რომ ავად არის და ნამდვილად მძიმე ავადმყოფია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდათ მიაწერონ 2017 წელს უკრაინაში მომხდარს და ჩვენ ხომ გვახსოვს როგორ გამოიყურებოდა ადამიანი, ელემენტარულად, დიაგნოზებსაც რომ თავი დაანებო, როგორ გამოიყურებოდა ფიზიკურად და ახლა როგორ გამოიყურება ამასაც ხომ ვხედავთ", - განაცხადა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ, 11 იანვარს გაიმართება. სხდომაზე ამერიკელი სპეციალისტები გამოიკითხებიან.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)