|
2023-01-08 15:22:13, 1045 ნახვა
საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - ქრება ადამიანი თვალწინ და ამის ყურება უბრალოდ შეუძლებელია
ქრება ადამიანი თვალწინ და ამის ყურება უბრალოდ შეუძლებელია, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს. "ვერაფერს ახალს, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი. არის სისუსტე, წევს ერთი და იგივე მდგომარეობაში. ქრება ადამიანი თვალწინ და ამის ყურება უბრალოდ შეუძლებელია. რასაც ვხედავ, ვერ შეძლებს, მისი ფიზიკური მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა საშუალებას, რომ თუნდაც დისტანციურად დაესწროს [სასამართლო პროცესს]... რაღაც მდგომარეობა არის ხოლმე ხანდახან რომ ვეუბნები, აბა, თავი გადააბრუნე და თავსაც კი ვერ აბრუნებს", - აცხადებს გიული ალასანია. შეგახსენებთ, რომ ხვალ, 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე უნდა იმსჯელოს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)