|
2023-01-06 14:35:08, 1288 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - ვერ ვერევით შეწყალების საკითხებში, არ გვაქვს უფლება, რომ გავლენა მოვახდინოთ
საზოგადოება ითხოვს, რომ პატრიარქი შეწყალებაში ჩაერიოს და ფაქტობრივად, შეიწყალოს", - ამის შესახებ ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორ მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ეკლესია შეწყალების საკითხში ვერ ჩაერევა, რადგან "არ აქვს უფლება, გავლენა მოახდინოს". "რამდენიმე წლის წინ პატრიარქმა ითხოვა შეწყალების უფლება. ითხოვა საზოგადოებისგან, ითხოვა მთავრობისგან, მაშინ პირველი ვადა იყო ირაკლი ღარიბაშვილის და იგი დათანხმდა. ამაზე იმხელა ამბავი ატეხა საზოგადოებამ და ახლა ზუსტად იმას ითხოვთ, რომ შეწყალებაში ჩაერიოს და ფაქტობრივად, შეიწყალოს. ჩვენ ვერ ვერევით ამ საკითხებში, არ გვაქვს უფლება, რომ გავლენა მოვახდინოთ. მე რომ დავდივარ ერთი ეპისკოპოსი ადამიანის, თუნდაც ასეთი მაღალჩინოსნის საზიარებლად და მისი სულიერი პრობლემების მოსაგვარებლად, ერთი მღვდელმთავარი სავსებით საკამარისია. ჩემი მკაფიო აზრია, რომ მან აუცილებლად უცხოეთში უნდა გაიაროს მკურნალობის კურსი. ეს არის ჩვენი სურვილი, ჩვენი მოთხოვნა, სხვა სახელმწიფო თუ იურიდიულ პროცესებში მეც კი ვერ ჩავერევი... ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში და გაყოფილი არის ეკლესიისა და სახელმწიფოს ფუნქციები", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)