|
2023-01-06 10:29:18, 1410 ნახვა
მსოფლიო
მიშელი - რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ყალბია, როგორც უკანონო ანექსიები და რეფერენდუმები
ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება ყალბი და თვალთმაქცურია, - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას. მიშელი Twitter-ზე წერს, რომ მშვიდობის დასამყარებლად ერთადერთი ნაბიჯი უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა იქნებოდა. "არის აგრესორი - კრემლი და მსხვერპლი - უკრაინელი ხალხი. რუსეთის ჯარების გაყვანა ერთადერთი სერიოზული გადაწყვეტილებაა მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისთვის. ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ყალბი და თვალთმაქცურია, როგორც უკანონო და აბსურდული ანექსიები და მათი თანმხლები რეფერენდუმები", - ამბობს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, გუშინ, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე უნდა ამოქმედდეს და 7 იანვრის 00:00 საათამდე დარჩეს ძალაში. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამდე, "საშობაო ზავის" დაწესების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)