|
2023-01-05 15:51:40, 1389 ნახვა
მსოფლიო
ჯანმო მოუწოდებს პეკინს იყოს უფრო გამჭვირვალე პანდემიის მასშტაბის შესახებ
"ჩინეთი არ გვაწვდის საკმაოდ სრულ და ზუსტ მონაცემებს ჰოსპიტალიზაციისა და კოროვირუსით გარდაცვალების შესახებ". - განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ოფიციალურმა პეკინმა ჯანმოს მიაწოდა მონაცემები, რის მიხედვითაც გასული წლის დეკემბერში კოვიდიდან მხოლოდ 13 ადამიანი დაიღუპა, რაც ექსპერტების თქმით არ ასახავს რეალურ სურათს. ჯანმო მოუწოდებს პეკინს იყოს უფრო გამჭვირვალე პანდემიის მასშტაბის შესახებ. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: „ჩვენ ვაგრძელებთ ჩინეთის მოთხოვნას, მოგვაწოდოს უფრო დროული, რეგულარული, სანდო მონაცემები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შესახებ და გააძლიეროს ვირუსების თანმიმდევრობა. „ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ Covid-19-ის ამჟამინდელი ეპიდემიური სურათით, როდესაც მსოფლიოს რამდენიმე ნაწილი ხედავს როგორც ვირუსის ინტენსიურ გადაცემას, ასევე რეკომბინანტული ვარიანტის სწრაფ გავრცელებას. მას შემდეგ, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ დეკემბრის დასაწყისში შეამსუბუქა კოვიდ-ვირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები, ქვეყანაში კორონავირუსმა სწრაფად გავრცელება დაიწყო. ამ ფონზე, არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა, იტალიამ, აშშ-მ, საფრანგეთმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ, გაამკაცრეს წესები ჩინეთიდან ჩამოსული ადამიანებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)