|
2023-01-03 13:26:37, 1184 ნახვა
საზოგადოება
წყლის ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეუზღუდება
პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის N14-თან წყლის ქსელზე დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 4 იანვრის 00:00-დან 5 იანვრის 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, კაკაბაძის ქუჩიდან მაყაშვილის ქუჩისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მთაწმინდის, ბესიკის, ჭონქაძის, ჩიტაძის, 9 აპრილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით, ხოლო თავისუფლების მოედანზე მობრუნების შემდეგ, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გამოყენებით, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, ერისთავის, ხოშტარიასა და გოგებაშვილის ქუჩების გავლით, მაყაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. „მაყაშვილის ქუჩიდან კაკაბაძის ქუჩისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირზე გადაადგილება შეეძლებათ ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით, ხოლო რუსთაველის გამზირიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ალექსანდრე ჭავჭავაძის, ბესიკის, ოძელაშვილისა და მთაწმინდის ქუჩების საშუალებით. ასევე, თავისუფლების მოედნიდან ლეონიძის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის, ამაღლებისა და ჭონქაძის ქუჩების გამოყენებით. სამუშაოების პერიოდში, კაკაბაძის N14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მხოლოდ ქვეითები შეძლებენ შეუერხებლად გადაადგილებას. აღნიშნული სამუშაოების გამო, ავტობუსი N383 გადაადგილდება მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ მაყაშვილის ქუჩამდე, რის შემდეგაც, ზანდუკელის ქუჩაზე დატრიალებით, მოძრაობას გააგრძელებს ბარნოვის ქუჩაზე, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით“. ავტობუსი იმოძრავებს წრიულად. რაც შეეხება მიკროავტობუს N408-ს, რუსთაველის გამზირი N52-ის ნაცვლად, ბოლო გაჩერება ექნება N37-თან, საიდანაც თავისუფლების მოედნისა და ლეონიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს. შემდეგ ამაღლების ქუჩის გავლით დაუკავშირდება ჭონქაძის ქუჩას და კაკაბაძის ქუჩის N14-მდე გადაადგილდება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი მგზავრებს ანალოგიური მარშრუტით მოემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)