|
2022-12-31 15:10:03, 1364 ნახვა
საზოგადოება
ლეგენდარულმა გიული ჩოხელმა დრეგ წვეულებაზე იმღერა და ქართველ ლგბტქ ადამიანებს მხარი დაუჭირა
ქართული ჯაზის ცოცხალი ლეგენდამ, 88 წლის გიული ჩოხელმა ქართველ ლგბტკ აქტივისტებს და წევრებს მხარი დაუჭირა. მან კლუბ "ხიდზე" The Drag Ball-ზე იმღერა. "ქართული ჯაზის ცოცხალი ლეგენდა, ჩვენი მხარდამჭერი, 87 წლის გიული ჩოხელი The Drag Ball-ზე" -წერს თბილისი პრაიდი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. თბილისში დიდიხანია დრეგ წვეულებები იმართება. დრეგი ქვიარ კულტურის ერთ-ერთი უძველესი ნაწილი და არტისტული პერფორმანსია, რომლის დროსაც პერფორმერები რომელიმე სქესს, ძირითადად განსხვავებულს, გადაჭარბებულად წარმოაჩენენ. მიუხედავად იმისა, რომ დრეგი ძირითადად შეჯიბრის სახით, შოუებად ტარდება, ის უბრალოდ კონკურსი არაა და ერთგვარი გამოხატვის ფორმა და LGBTQ+ იდენტობის აღნიშვნაა. ლეგენდარული გიული ჩოხელი არის პირველი ჯაზ-მომღერალი ქალი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967), ხელოვნების ქურუმის ჯილდოს მფლობელი და თბილისის საპატიო მოქალაქე. ჩოხელის სასიმღერო კარიერა 1950-იანი წლების შუაში დაიწყო. ის მალევე გახდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი ჯაზ-მომღერალი ქალი. მისმა პოპულარობამ პიკს 1960-იანი წლების მეორე ნახევარში მიაღწია სოპოტის პოპ-ფესტივალზე შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ. ფირფიტების ჩაწერა 1970-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი ნამუშევარი პოლონეთში ჩაიწერა და გამოიცა.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)