|
2022-12-30 23:20:38, 1923 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალ „იუსტიციის" მესამე ნომრისა და ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა
დღეიდან დაინტერესებულ საზოგადოებას ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების თუ ინტერვიუების ნახვა ჟურნალის ვებგვერდზე შეეძლებათ. ვებგვერდის პრეზენტაციასთან ერთად, (http://iustitia.gov.ge/ge) მოწვეულ სტუმრებს ჟურნალის ახალგამოცემული მესამე ნომერიც წარუდგინეს. ქართულ-ინგლისური ჟურნალი „იუსტიცია" (ლათ. „IUSTITIA") 2021 წლის ივნისში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაარსდა, 2021 წლის სექტემბერში კი, ჟურნალის პირველი ნომერი გამოიცა. ის ყოველკვარტალური, რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემაა. მისი მიზანია სამართლის ცალკეული დარგის განვითარებისა და იურიდიულ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობა. სამეცნიერო სტატიების გარდა, „იუსტიციაში" ქვეყნდება მნიშვნელოვანი ინტერვიუები; სამართლის კლასიკად აღიარებული ნაშრომების ქართულენოვანი თარგმანები; სტატიები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამართლებრივი აზრის განვითარებაში. საიტის და ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციას ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის, სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)