|
2022-12-30 17:13:55, 1713 ნახვა
საზოგადოება
რამ შეიძლება გამოიწვიოს ვარიკოზი?
ბოლო წლებში ვენური დაავადებების მქონე ადამიანთა ასაკი გაახალგაზრდავდა, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული. ამ პრობლემის მთავარ გამომწვევ მიზეზად განიხილავენ ჭარბწონიანობასა და უმოძრაო ცხოვრების წესს. თუ დიდხანს ჯდომის ან დგომისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენების პერიოდში, ფეხების ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაფიქსირების დროს ეს შეგრძნება მცირდება, დიდი ალბათობით საქმე ვენურ დაავადებასთან გვაქვს და დროა, სპეციალისტს მიაკითხოთ. ვენების ვარიკოზული დაავადების მანიშნებელია:
ეს სიმპტომები ზაფხულში ჯდომისა და დგომის დროს კიდევ უფრო ძლიერდება. ვარიკოზის მოვლისთვის არსებობს სამედიცინო საშუალებები - კომპრესიული კოლგოტები და წინდები, რომლებიც ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს, ასევე, ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. კომპრესიული წინდები გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნითაც, ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისში. ვარიკოზის მოვლის საშუალებები წვივებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს. გარდა მკურნალობის ამ მეთოდისა, ვარიკოზულ ვენებზე შესაძლოა, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, სკლეროთერაპია და მედიკამენტების მიღება. ვენების ვარიკოზული დაავადების პრევენცია სპეციალისტთან დროული მიმართვიანობა და სწორი მკურნალობაა. კომპრესიული წინდები ის ვარიკოზის მოვლის საშუალებებია, რომლებიც დღის მანძილზე კომფორტისა და სიმსუბუქის შეგრძნებას განაპირობებს და გვიმსუბუქებს ყოველდღიურობას. მათი მოხმარება რეკომენდებულია როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე სამკურნალოდ. სწრაფი და ზუსტი მკურნალობა საბოლოოდ დაგავიწყებთ ვარიკოზსა და ქვედა კიდურებში სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებას. გაითვალისწინეთ, რომ კომპრესიული წინდები უშუალოდ ექიმის მიერ პრობლემის სირთულის მიხედვით ინიშნება.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)