|
2022-12-30 12:52:01, 1129 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ მებაჟე ოფიცრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საბაჟო გამშვები პუნქტი -,,ლაგოდეხი“ მოინახულა, სადაც საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონტროლის პროცედურებს გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილესთან, ვლადიმერ ხუნდაძესა და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ზურაბ სიჭინავასთან ერთად, ახალი წლის დადგომა საბაჟო გამშვებ პუნქტზე მყოფ მებაჟე ოფიცრებს მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე,,ლაგოდეხი“ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოეწყო საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 6 გასასვლელი. ,,ლაგოდეხის“ განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთნაკადის გაზრდას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ტერიტორიების გავლით, საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებაში. შეგახსენებთ, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ლაგოდეხი“, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს, დღე-ღამეში 600 -მდე სატვირთო მანქანისა და 10 000 მგზავრის გატარებაზეა გათვლილი. აღნიშნულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე 35 მებაჟე ოფიცერი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)