|
2022-12-30 12:00:51, 1537 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg: ომის დაწყების დღესვე უმდიდრესმა რუსებმა დაკარგეს $46,6 მილიარდი
რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა 24 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების დღეს, 46,6 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ამის შესახებ Bloomberg წერს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესეს რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ, მათ დაკარგეს თავიანთი დასავლური აქტივების კონტროლის უნარი. მათ კიდევ 47 მილიარდი დოლარი დაკარგეს 2022 წლის განმავლობაში. "მილიარდელების სუპერიახტები სხვადასხვა პორტშია გაჩერებული ან დაპატიმრებული, ლონდონის ძვირადღირებული უძრავი ქონების ბაზარი ვარდნაშია და რომან აბრამოვიჩი აცხადებს საფეხბურთო კლუბ ჩელსის გაყიდვას", - წერს Bloomberg სიტუაციის შესახებ. მანამდე გამოცემამ უკვე შეაფასა უმდიდრესი რუსების დანაკარგი. მისი თქმით, უკრაინაში ომი და შემდგომი სანქციები ყველაზე მეტად NOVATEK-ის თანამფლობელებს გენადი ტიმჩენკოსა და ლეონიდ მიხელსონს შეეხო. ორივე მოექცა ბრიტანეთის სანქციებს. ტიმჩენკომ 2022 წელს $10,6 მილიარდი დაკარგა, ხოლო მიხელსონმა $10,2 მილიარდი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)